რეკორდული ფერხული: ახალგაზრდობის ფესტივალზე ყველაზე მრავალეროვნული ცეკვა შესრულდა

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
გამოწერა
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სირიუსში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებმა მეგობრობის ყველაზე მრავალეროვნული ფერხული გამართეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, „რუსეთის სიმბოლოდ ქცეული ცნობილი ცეკვა“ მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის 73 ეროვნების წარმომადგენელმა შეასრულა. სულ ფერხულში 2000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.
როგორც სააგენტო წერს, ეს რეკორდი საერთაშორისო რეკორდების წიგნ InterRecord-ის წარმომადგენელმა დააფიქსირა.
მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით გაიმართა 1-7 მარტს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „როსმოლოდიოჟი“, გენერალური საინფორმაციო პარტნიორი კი „რია ნოვოსტი“.
ყველა ახალი ამბავი
0