https://sputnik-georgia.com/20240308/saqartvelos-prezidenti-da-premier-ministri-qveyanasi-yvelaze-maral-xelfass-miireben-286752723.html
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ
Sputnik საქართველო
მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით დაანგარიშდება 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T11:01+0400
2024-03-08T11:01+0400
2024-03-08T11:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269873555_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_9ec588778341c587435a3185034ecead.jpg
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად 2025 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კვლავაც ერთნაირ ხელფასებს მიიღებენ, ხოლო მინისტრების ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდება.მიღებული ცვლილებების თანახმად, მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოითვლება: უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული.2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1330 ლარს შეადგენს.ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელზეც ეს სარგო გამრავლდება, აქვს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს- 10. მინისტრებისთვის, სახელმწიფო მინისტრებისთვის, ასევე ავტონომიების და ავტონომიების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებისთვის ის გაუტოლდება 8,5-ს, ამავე კოეფიციენტზე გამრავლდება სარგო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასის გაანგარიშებისას.კოეფიციენტები უცვლელი დარჩება მინისტრის პირველი მოადგილის (7,5), ასევე დანარჩენი მოადგილეების შემთხვევაში - 7,25.ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269873555_82:0:991:682_1920x0_80_0_0_770880342e2fda086c24241435ce8572.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ
მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით დაანგარიშდება
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად 2025 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კვლავაც ერთნაირ ხელფასებს მიიღებენ, ხოლო მინისტრების ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასს გაუტოლდება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, მთავრობის წევრების და დეპუტატების ხელფასები ახალი ფორმულით გამოითვლება: უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული.
2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1330 ლარს შეადგენს.
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელზეც ეს სარგო გამრავლდება, აქვს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს- 10. მინისტრებისთვის, სახელმწიფო მინისტრებისთვის, ასევე ავტონომიების და ავტონომიების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებისთვის ის გაუტოლდება 8,5-ს, ამავე კოეფიციენტზე გამრავლდება სარგო პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასის გაანგარიშებისას.
კოეფიციენტები უცვლელი დარჩება მინისტრის პირველი მოადგილის (7,5), ასევე დანარჩენი მოადგილეების შემთხვევაში - 7,25.
ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.