https://sputnik-georgia.com/20240308/es-dre-gamowvevebs-gvaxsenebs-saqartvelosi-qalebs-8-marti-miuloces-286760017.html
ეს დღე გამოწვევებს გვახსენებს - საქართველოში ქალებს 8 მარტი მიულოცეს
ეს დღე გამოწვევებს გვახსენებს - საქართველოში ქალებს 8 მარტი მიულოცეს
Sputnik საქართველო
საბჭოსთვის პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, განაცხადეს საბჭოში 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T18:24+0400
2024-03-08T18:24+0400
2024-03-08T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186446_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_43364277d642ba4fba4a327c501f2292.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქალთა საერთაშორისო დღე არის შეხსენება იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში, რომელიც 8 მარტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭო გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.უწყებაში აღნიშნეს, რომ საბჭოსთვის პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა.„მნიშვნელოვანია არ გავჩუმდეთ, არ შევეგუოთ და ერთად დავუპირისპირდეთ იმ უთანასწორობას, რასაც ჯერ კიდევ ვაწყდებით“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი: ისტორია და ტრადიციები>საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაუქმდა. მის ნაცვლად დაწესდა დედის დღე, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.ამგვარად, საქართველოში ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება - 8 და 3 მარტი, ორივე ოფიციალური უქმე დღეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186446_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_71cfb3cfad9368deb1197b7475d26288.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ეს დღე გამოწვევებს გვახსენებს - საქართველოში ქალებს 8 მარტი მიულოცეს
საბჭოსთვის პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, განაცხადეს საბჭოში
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქალთა საერთაშორისო დღე არის შეხსენება იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში, რომელიც 8 მარტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭო გეგმავს ღონისძიებებს, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
„ეს არის დღე იმის შესახსენებლად, რომ როგორც საბჭოს, ასევე საზოგადოებას კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო არსებითი თანასწორობის მიღწევისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ საბჭოსთვის პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა.
„მნიშვნელოვანია არ გავჩუმდეთ, არ შევეგუოთ და ერთად დავუპირისპირდეთ იმ უთანასწორობას, რასაც ჯერ კიდევ ვაწყდებით“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წელს გაუქმდა. მის ნაცვლად დაწესდა დედის დღე, რომელიც 3 მარტს აღინიშნება.
თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.
ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
ამგვარად, საქართველოში ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება - 8 და 3 მარტი, ორივე ოფიციალური უქმე დღეა.