https://sputnik-georgia.com/20240307/susi-da-evropoli-saidumlo-informaciis-gacvlaze-setanxmdnen-286752878.html
სუსი და ევროპოლი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ
სუსი და ევროპოლი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა 07.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-07T22:40+0400
2024-03-07T22:40+0400
2024-03-08T13:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/20/234302058_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f6f16ae0d9beb26a2e551ca7319c2aae.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა და ევროპოლმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, ნათქვამია სუსის განცხადებაში.დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა.პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სუსმა ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, სამსახურის ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპოლის კონტრტერორისტული ანალიზის ოთხი პროექტისა და კონტრტერორისტული მეკავშირე ჯგუფის წევრი.საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/20/234302058_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_574e737ee4a2f3d7d797c1f5ade197c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სუსი და ევროპოლი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ
22:40 07.03.2024 (განახლებულია: 13:17 08.03.2024) შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა და ევროპოლმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა.
„ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება 2017 წელს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას და მიზნად ისახავს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სუსმა ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, სამსახურის ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპოლის კონტრტერორისტული ანალიზის ოთხი პროექტისა და კონტრტერორისტული მეკავშირე ჯგუფის წევრი.
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ.