https://sputnik-georgia.com/20240307/saqartvelo-berlinis-turistul-gamofenasi-monawileobs-286740117.html
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ITB Berlin -ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს 07.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-07T12:30+0400
2024-03-07T12:30+0400
2024-03-07T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689881_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_822d3aafafe382bf4ebeef1623c10ae2.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა National Geographic-ის, Bloomberg-ის, Wanderlust-ის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან.უწყების ცნობით, მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის China Ready-ის წარმომადგენლებთანაც.მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილია 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.2023 წელს საქართველო სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა.საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689881_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_9864a116dfb401544424bd13bc1962af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანია
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ITB Berlin -ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა National Geographic-ის, Bloomberg-ის, Wanderlust-ის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან.
უწყების ცნობით, მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის China Ready-ის წარმომადგენლებთანაც.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა, ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულება გახდეს უფრო ცნობადი და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“, - განაცხადა კომპანია China Travel-ის ხელმძღვანელმა მარკუს ლიმ.
მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.
ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.
ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილია 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.
2023 წელს საქართველო სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა.
საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.