https://sputnik-georgia.com/20240307/awarasi-ert-ert-sacxovrebel-saxlsi-kazino-armoacines-286742609.html
აჭარაში საცხოვრებელ სახლში კაზინო აღმოაჩინეს
აჭარაში საცხოვრებელ სახლში კაზინო აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა სახელმწიფოს ბიუჯეტში 100 ათასი ლარის ოდენობის მოსაკრებელი არ ჩარიცხეს 07.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-07T15:50+0400
2024-03-07T15:50+0400
2024-03-07T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22835/54/228355478_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_963062897eee376356891ada0cf97c8b.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აჭარაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი, ერთ-ერთის საცხოვრებელ სახლში შესაბამისი ნებართვის გარეშე იატაკქვეშა კაზინოს საქმიანობისთვის, ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100.000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე (სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილი).დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 5-წლამდე ითვალისწინებს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22835/54/228355478_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_5da3fcdab5a5c33eec4e2c35f11aeaec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
აჭარაში საცხოვრებელ სახლში კაზინო აღმოაჩინეს
ბრალდებულებმა სახელმწიფოს ბიუჯეტში 100 ათასი ლარის ოდენობის მოსაკრებელი არ ჩარიცხეს
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. აჭარაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი, ერთ-ერთის საცხოვრებელ სახლში შესაბამისი ნებართვის გარეშე იატაკქვეშა კაზინოს საქმიანობისთვის, ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100.000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული.
გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე (სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილი).
დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 5-წლამდე ითვალისწინებს.