https://sputnik-georgia.com/20240306/narkodanashaulistvis-eqvsi-piri-daakaves-286715656.html
„ჰეროინი", „მეტადონი", „ჰაშიში": დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან
„ჰეროინი", „მეტადონი", „ჰაშიში": დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან
Sputnik საქართველო
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T15:38+0400
2024-03-06T15:38+0400
2024-03-06T15:38+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 39 წლამდეა, არიან ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებიც.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი", „მეტადონი", „ჰაშიში", „მეფედრონი", „ალფა პვპ", „სუბოტექსი" და მარიხუანა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
„ჰეროინი", „მეტადონი", „ჰაშიში": დაკავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 39 წლამდეა, არიან ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებიც.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი", „მეტადონი", „ჰაშიში", „მეფედრონი", „ალფა პვპ", „სუბოტექსი" და მარიხუანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.