https://sputnik-georgia.com/20240306/kaladze-intertan-pexburtis-matchze-286733599.html
„გავახარებთ გულშემატკივრებს“: კალაძე „ინტერის" და საქართველოს ნაკრების ვეტერანების მატჩზე
„გავახარებთ გულშემატკივრებს“: კალაძე „ინტერის" და საქართველოს ნაკრების ვეტერანების მატჩზე
Sputnik საქართველო
„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო... 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T21:37+0400
2024-03-06T21:37+0400
2024-03-06T21:37+0400
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_0:52:1280:773_1920x0_80_0_0_30a713d70f84c14c00bd44eafc661a97.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მილანის „ინტერის" ვარსკვლავებსა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის მატჩი გულშემატკივრებს გაახარებს და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთის“ სტადიონზე ახალი პროექტ „ლეგენდების სერიის (Legend Series) ფარგლებში პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს „მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე. მატჩი 19:00 საათზე გაიმართება.ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, აღნიშნა კალაძემ.The Legend Series არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს უახლოეს სამ წელიწადში ლეგენდარული ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლას.სერიის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ფანატთა კლუბის ჩამოყალიბება და საქართველოს კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.საქართველოს ნაკრების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042771_97:0:1236:854_1920x0_80_0_0_a386af6684d4b7ad01d8d0b82a3c3d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება, აჭარა , ახალი ამბები
„გავახარებთ გულშემატკივრებს“: კალაძე „ინტერის" და საქართველოს ნაკრების ვეტერანების მატჩზე
„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მილანის „ინტერის" ვარსკვლავებსა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის მატჩი გულშემატკივრებს გაახარებს და ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთის“ სტადიონზე ახალი პროექტ „ლეგენდების სერიის (Legend Series) ფარგლებში პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს „მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე. მატჩი 19:00 საათზე გაიმართება.
„დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები მოზარდ თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის", - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, აღნიშნა კალაძემ.
The Legend Series არის დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს უახლოეს სამ წელიწადში ლეგენდარული ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლას.
სერიის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ფანატთა კლუბის ჩამოყალიბება და საქართველოს კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.
საქართველოს ნაკრების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი კახა კალაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
„ინტერის" ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი.