https://sputnik-georgia.com/20240306/amnistiis-kanonze-azrebi-gayopilia-286730984.html
უნდა ელოდონ თუ არა პატიმრები ამნისტიას? პოლიტიკოსთა აზრი ორად გაიყო
უნდა ელოდონ თუ არა პატიმრები ამნისტიას? პოლიტიკოსთა აზრი ორად გაიყო
Sputnik საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „გირჩის" მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T16:02+0400
2024-03-06T16:02+0400
2024-03-06T16:02+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:155:1280:875_1920x0_80_0_0_ea4357b5a1b6dc878abc4ef3ca0d3d6c.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მხარს უჭერს მსჯავრდებულთა ამნისტიის კომპლექსურ მიდგომას, პოლიტიკური ჯგუფი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტზე კი პოლიტიკური პარტიების აზრი გაყოფილია.პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები, გარდა იმ პირებისა, ვინც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკებს ასაღებს. ასევე შემოთავაზებულია სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ვადების განახევრება.„გირჩი“, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, ასევე ქალებისა და პირობითი მსჯავრდებულების სასჯელის განახევრებას, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონპროექტში ასევე საუბარია უვადო სასჯელის 30 წლამდე შემცირებაზე.მისი თქმით, ამნისტია, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.ოპოზიცია საქართველოში მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა - სააკაშვილის შანსები>>>„ამნისტიის საკითხი საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები. ყველა რისკი უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება. ამნისტიის კონკრეტულ ფორმაზე პარლამენტი იმსჯელებს, ეს მათი პრეროგატივაა”, - განაცხადა ბრეგაძემ.„ქართული ოცნების" პოზიციამმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადრე აცხადებდა, რომ ამნისტიის საკითხზე გადამწყვეტი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრი. რაც შეეხება „გირჩის" მიერ წარდგენილ პროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მასთან მიმართებით კითხვები აქვთ..„როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ამნისტიის გავრცელება საკამათო მიმაჩნია“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.ოპოზიცია წინააღმდეგიაკანონპროექტზე მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის".კანონის მიღების შემთხვევაში ამნისტია, შესაძლოა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს. სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივი დანაშაულებისთვის გამოტანილი განაჩენების საფუძველზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.მმართველი პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ამისტიის ის ფორმა, რომლის შედეგადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს, მათთვის მიუღებელია.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 1,8 ათასი სასჯელს ელოდებოდა. მსჯავრდებულთა უმეტესობა ციხეში იმყოფება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f07b966c46fe1dbead5918d455df59d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
უნდა ელოდონ თუ არა პატიმრები ამნისტიას? პოლიტიკოსთა აზრი ორად გაიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „გირჩის" მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მხარს უჭერს მსჯავრდებულთა ამნისტიის კომპლექსურ მიდგომას, პოლიტიკური ჯგუფი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტზე კი პოლიტიკური პარტიების აზრი გაყოფილია.
პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები, გარდა იმ პირებისა, ვინც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკებს ასაღებს. ასევე შემოთავაზებულია სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ვადების განახევრება.
„გირჩი“, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, ასევე ქალებისა და პირობითი მსჯავრდებულების სასჯელის განახევრებას, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონპროექტში ასევე საუბარია უვადო სასჯელის 30 წლამდე შემცირებაზე.
„ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება მარტივად არ მიიღება. იგი მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან აუცილებელია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვა და რისკების გათვლა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, ამნისტია, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„ამნისტიის საკითხი საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები. ყველა რისკი უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება. ამნისტიის კონკრეტულ ფორმაზე პარლამენტი იმსჯელებს, ეს მათი პრეროგატივაა”, - განაცხადა ბრეგაძემ.
„ქართული ოცნების" პოზიცია
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადრე აცხადებდა, რომ ამნისტიის საკითხზე გადამწყვეტი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრი. რაც შეეხება „გირჩის" მიერ წარდგენილ პროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მასთან მიმართებით კითხვები აქვთ.
.„როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ამნისტიის გავრცელება საკამათო მიმაჩნია“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
კანონპროექტზე მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის".
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ისე გათავისუფლდებიან, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ, ხოლო მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს კი სასჯელი გაუნახევრდებათ“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
კანონის მიღების შემთხვევაში ამნისტია, შესაძლოა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს. სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივი დანაშაულებისთვის გამოტანილი განაჩენების საფუძველზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მმართველი პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ამისტიის ის ფორმა, რომლის შედეგადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს, მათთვის მიუღებელია.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 1,8 ათასი სასჯელს ელოდებოდა. მსჯავრდებულთა უმეტესობა ციხეში იმყოფება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულისთვის.