https://sputnik-georgia.com/20240305/zurabishvilma-saarchevno-kodeqsshi-cvlilebebs-veto-daado-286697982.html
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვის 05.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-05T13:00+0400
2024-03-05T13:00+0400
2024-03-05T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
ცესკო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.პრეზიდენტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ პარლამენტმა ორჯერ ვერ შეძლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევა და შემდგომში ეს საკითხი პრეზიდენტს გადაეცეს.გარდა ამისა, პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს 2024 წლის 1 მაისამდე გამოაცხადოს ღია კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს- წევრობის კანდიდატებისთვის, რომელთა უფლებამოსილებები ან უკვე ამოიწურა ან 1 მაისამდე იწურება. პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შექმნას.ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შეუსაბამობით ახსნა - 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და სამართლიანი ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვისცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.გია ვოლსკიმ პრეზიდენტი ვეტოს გამო გააკრიტიკა>>>თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ცესკო, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ცესკო, კანონმდებლობა, ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვის
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო. იმავე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესი მმართველი პარტიის ინტერესებში ფიქციად გადაიქცევა. ეს ქმნის არჩევნებისადმი უნდობლობის რისკს, რომელსაც ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში", - ნათქვამია შენიშვნებში.
პრეზიდენტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ პარლამენტმა ორჯერ ვერ შეძლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევა და შემდგომში ეს საკითხი პრეზიდენტს გადაეცეს.
გარდა ამისა, პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს 2024 წლის 1 მაისამდე გამოაცხადოს ღია კონკურსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს- წევრობის კანდიდატებისთვის, რომელთა უფლებამოსილებები ან უკვე ამოიწურა ან 1 მაისამდე იწურება. პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შექმნას.
ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შეუსაბამობით ახსნა - 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული და სამართლიანი ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვის
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.