https://sputnik-georgia.com/20240221/gia-volskim-prezidentis-vetos-gamo-gaakritika-286464146.html
გია ვოლსკიმ პრეზიდენტი ვეტოს გამო გააკრიტიკა
გია ვოლსკიმ პრეზიდენტი ვეტოს გამო გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს, მიაჩნია ვოლსკის 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T19:04+0400
2024-02-21T19:04+0400
2024-02-21T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_0:0:3242:1824_1920x0_80_0_0_6e57f1377ca9929328fa78c9a430e1e6.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ატარებს სტრატეგიულად მავნე პოლიტიკას და ეწევა საბოტაჟს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გეორგი ვოლსკიმ. ასე გამოეხმაურა ის პრეზიდენტის ვეტოს, რომელსაც ის პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში“ დაადებს.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. მიღებული ცვლილებები გამოიწვევს უნდობლობას არჩევნების პროცესისადმი, რომლებსაც ახალი წესებით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს კანონმდებლობა ევროსტანდარტებს შეესაბამება.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არის წარმოდგენილი თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ.ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_1615b5ad861c4f5d51895e0737b43a4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
გია ვოლსკიმ პრეზიდენტი ვეტოს გამო გააკრიტიკა
სალომე ზურაბიშვილს ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს, მიაჩნია ვოლსკის
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ატარებს სტრატეგიულად მავნე პოლიტიკას და ეწევა საბოტაჟს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გეორგი ვოლსკიმ. ასე გამოეხმაურა ის პრეზიდენტის ვეტოს, რომელსაც ის პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში“ დაადებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. მიღებული ცვლილებები გამოიწვევს უნდობლობას არჩევნების პროცესისადმი, რომლებსაც ახალი წესებით დაკომპლექტებული ცესკო ჩაატარებს. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს კანონმდებლობა ევროსტანდარტებს შეესაბამება.
„აქ არ არის მხოლოდ იმაში საკითხი, რომ აჭიანურებს პროცესს, ვეტოს ადებს. ეს არის ზედაპირზე რაც ჩანს. ამის იქით გავიხედოთ, ეს არის სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არის წარმოდგენილი თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ.
ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.