დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 მარტი

CC BY 2.0 / Ulricaloeb / Aurora borealisჩრდილოეთის ციალი
ჩრდილოეთის ციალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 4 მარტია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ფანტაზიებისა და შემოქმედებითი იდეების დროა როგორც საქმეებში, ისე პიურად ცხოვრებაში. და ეს ძალიან კარგია – დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და პირად ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯის გადადგმაში.
ყურადღებაა საჭირო ურთიერთობებში – იმედები შეიძლება გაგვიცრუონ როგორც უცნობებმა და ჩვეულებრივმა ნაცნობებმა, ისე ახლობლებმა.
ვერძი: იყურეთ მომავლისკენ, იმუშავეთ პერსპექტივაზე – წარმატებები შორს არაა. ხშირად ჩაატარეთ ექსპერიმენტები. ადამიანებთან ურთიერთობები მარტივი იქნება. გამოიყენეთ ეს კარიერის გამტკიცებისთვის. შემოთავაზებულ წინადადებებს სკეპტიკურად შეხედეთ – ჯერ კარგად დაფიქრდით და შემდეგ თქვით თანხმობა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
კურო: ემოციურად დატვირთული დღეა – ხშირ–ხშირად შეგეცვლებათ განწყობა, სიხარულს დეპრესია შეცვლის და პირიქით. აქედან გამომდინარე რთული საქმეების გაკეთება არ ღირს, მხოლოდ ჩვეულ და მარტივ ამოცანებს შეეჭიდეთ. ექსპერიმენტები რეკომენდებულია – ასე საგნებს სხვა კუთხით დაინახავთ. ალღოს არ ენდოთ – აუცილებლად მოიშველით ლოგიკა.
ტყუპი: კარგი იქნება ახლობელ ადამიანებთან ყოფნა. ლაპარაკი აუცილებელი არაა, უბრალოდ, მათ გვერდით იყავით. ეს კარგი განწყობით დაგმუხტავთ. ფული უყაირათოდ არ დახარჯოთ. შეინახეთ – სულ მალე მნიშვნელოვან რამეში დაგჭიორდებათ. იდეებს ხორცი შეასხით – დღეს სწორედ რომ მოქმედების დრო დადგა.
კირჩხიბი: წაგადგებათ გუნდთან ერთად საქმიანობა, მარტო პროდუქტიული არ იქნებით. ისინი დაგეხმარებიან, რომ საკუთარი ძალები ირწმუნოთ. ეძებეთ ალტერნატიული ვარიანტები, სხვა გზები, რომ კარგი შედეგები მიიღოთ. მნიშვნელოვანი საქმეებიდან ყურადღებას ნუ გადაიტანთ სხვა რამეებზე – იყავით კონცენტრირებული.
პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ
ლომი: არაერთი მოულოდნელი და სასიამოვნო ვითარება შეიქმნება და თითოეული სარგებელს მოიტანს. ამიტომ პანიკაში არ ჩავარდეთ, თუ რამე არასტანდარტული მოხდება – ეს თქვენთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. ირგვლივ ყველას დაეხმარებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს, მაგრამ თქვენი პეობლწმწბიც არ დაივიწყოთ.
ქალწული: იაქტიურეთ სამსახურში, შეძლებთ კარიერულ წინსვლას, თუ თქვენს იდეებს შესთავაზებთ ხელმძღვანელობას. უფროსმა, შესაძლოა, დამატებითი ამოცანებით დაგტვირთოთ და ეს კარგია – აჩვენეთ მას, რა შეგიძლიათ სინამდვილეში. ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის – ისინი პოზიტიურად დაგმუხტავენ.
სასწორი: სამყარომ უამრავი სიურპრიზი მოგიმზადათ, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით. თანხა შეიძლება არსაიდან მოვიდეს და არსად წავიდეს. ვინმესთან ერთად თუ უნდა იმუშაოთ, იფრთხილეთ – არ გააკრიტიკოთ ადამიანი, თუ არ გინდათ მასთან ურთიერთობების გაფუჭება. ეძებეთ ალტერნატიული გზები, გამოგადგებათ კარიერაში.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
მორიელი: ყველაფერს ირგვლივ ვერ გააკონტროლებთ, რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ არ ღირს ამის გამო ნერვიულობა – საბოლოოდ მაინც ისე გამოვა ყველაფერი, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. ახალ ნაცნობებთან იფრთხილეთ – რომელიმემ შეიძლება დაგაღალატოთ მომავალში. სამსახურის პრობლემებს სახლში ნუ წაიღებთ.
მშვილდოსანი: მუშაობის სურვილი არა გაქვთ, მხოლოდ ლაპარაკის – ყველასთან და ყველაფერზე. მაგრამ მუშაობა მოგიწევთ, თუ არ გინდათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაფუჭება. მეგობრების მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ – ახლა მათ შეიძლება იმედები გაგიცრუონ ან გაწყენინონ.
თხის რქა: განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში იმპროვიზირება მოგიწევთ, რადგან მოქმედების მკაფიო გეგმა არ გექნებათ. გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები – დაასაჩუქრეთ ისინი. ამით თქვენი განწყობაც ამაღლდება. ძალზე მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ – დღეს არ ხართ მზად, სრული დატვირთვით მუშაოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ
მერწყული: მთელ თავს სხვებს ნუ მიუძღვნით – სხვისი პრობლემების გადაწყვეტისას, შესაძლოა, ვერც მიხვდეთ, როგორ ივსება თქვენი ცხოვრება უსიამოვნებებით. არ შეუშინდეთ რთულ საქმეებთან შეჭიდებას, შეცდომების დაშვებას – ვარსკვლავები დაგეხმარებიან. ახლობლების ნათქვამს მოუსმინეთ – ისინი ღირებულ რჩევებს მოგცემენ.
თევზები: საქმეებიდან გულისყურის გადატანის უამრავი საცდური გექნებათ. ადვილი არ იქნება, რომ ირგვლიც არაფერს შეხედოთ. თუ მაინც მოახერხებთ და საქმეზე იქნებით კონცენტირებული, დიდი დიურპრიზი გელოდებათ. გარისკვა შეიძლება. ურთიერთობების დროს თანამოსაუბრეზე ზეწოლას მოერიდეთ – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს.
ყველა ახალი ამბავი
0