https://sputnik-georgia.com/20240303/saqartvelom-saudis-arabetshi-gamopenashi-miigo-monawileoba-286677737.html
სათავგადასავლო ტურიზმი: საქართველომ საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
სათავგადასავლო ტურიზმი: საქართველომ საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ბაზარზე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას. 03.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-03T16:51+0400
2024-03-03T16:51+0400
2024-03-03T16:51+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საუდის არაბეთი
ტურიზმი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271313483_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_d8e18fdd2e9bf823cb47a1d4093e07a2.jpg
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში - Saudi Travel Market 2024 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.უწყების ცნობით, საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271313483_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_4057ab1e1f236c607f29778926834a84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საუდის არაბეთი , ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საუდის არაბეთი , ტურიზმი, საზოგადოება, ახალი ამბები
სათავგადასავლო ტურიზმი: საქართველომ საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ბაზარზე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში - Saudi Travel Market 2024 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ. უწყების ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
„საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. მათგან ყველაზე მაღალი მოთხოვნაა სათაფლიაზე, ოკაცეს კანიონზე, მარტვილის კანიონზე და პრომეთეს მღვიმეზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.