https://sputnik-georgia.com/20240303/baqo-tbilisi-karsis-rkinigzis-perspeqtivebi-286675822.html
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივებს განიხილავენ
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივებს განიხილავენ
Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის დროს 03.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-03T12:45+0400
2024-03-03T12:45+0400
2024-03-03T12:45+0400
საქართველო
კავკასია
საქართველოს ეკონომიკა
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/62/246096201_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_20e5c5ee77461227c199fc16bb7ac52f.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თბილისში სამი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახდა.ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოების 95% უკვე შესრულებულია და პროექტი უახლოეს ორ თვეში დასრულდება.რას აკეთებს საქართველოახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი ითვალისწინებს „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას.სრულად გარემონტდა „მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო გზის 153 კმ მონაკვეთი და სრულდება „ახალქალაქი-კარწახის" 27-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა.მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ტვირთბრუნვა წელიწადში 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონამდე გაიზარდოს - წელიწადში 15 მილიონ ტონამდე პერსპექტივით.ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გარდაქმნას რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/62/246096201_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1921807559c5d2df513350f43e29abd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, თურქეთი
საქართველო, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, აზერბაიჯანი, ახალი ამბები, თურქეთი
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პერსპექტივებს განიხილავენ
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის დროს
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თბილისში სამი ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახდა.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
წინასწარი ინფორმაციით, სამუშაოების 95% უკვე შესრულებულია და პროექტი უახლოეს ორ თვეში დასრულდება.
ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი ითვალისწინებს „მარაბდა-კარწახის" 180 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას.
სრულად გარემონტდა „მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო გზის 153 კმ მონაკვეთი და სრულდება „ახალქალაქი-კარწახის" 27-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, რაც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა.
მოსალოდნელია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ტვირთბრუნვა წელიწადში 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონამდე გაიზარდოს - წელიწადში 15 მილიონ ტონამდე პერსპექტივით.
ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გარდაქმნას რეგიონი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. 100 გლობალურ პროექტს შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტადაა აღიარებული.