https://sputnik-georgia.com/20240302/wyalqvesa-kabelis-proeqti-evrokavsiris-energobazartan-dagvaaxloebs-saqartvelos-vice-premieri-286668392.html
დავითაშვილი: წყალქვეშა კაბელი ევროკავშირის ენერგობაზართან დაახლოების ფაქტორი გახდება
დავითაშვილი: წყალქვეშა კაბელი ევროკავშირის ენერგობაზართან დაახლოების ფაქტორი გახდება
Sputnik საქართველო
ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომა ქართულ ბაზარზე დადებითად აისახება, აცხადებს ვიცე პრემიერი 02.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-02T14:20+0400
2024-03-02T14:20+0400
2024-03-02T14:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/02/286665097_344:194:870:490_1920x0_80_0_0_3d874fd9e921a70297b2e6549a0f909b.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე, აღნიშნა მან.საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალის ფორმატში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ამ კუთხით არსებული საკვანძო საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალებზე და პროექტის შემდგომი განვითარების ნაბიჯების შესახებ.ლევან დავითაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ამბიციურ ინიციატივად“ აფასებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ენერგიის მდგრადი გადაცემის ჯაჭვში და ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის დაკავშირებულობას და თანამშრომლობას.შავ ზღვაში ელექტროკაბელის პროექტით კერძო ინვესტორები დაინტერესდნენ - ვიცე პრემიერი >>პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.ვიცე-პრემიერი: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების პოტენციალი აქვს>>ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2022 წლის მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2024 წლის ივლისამდე არ დასრულდება. კვლევას ამზადებს იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/02/286665097_388:165:818:487_1920x0_80_0_0_22653c5075510f64bb0610f99e8a8d7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავითაშვილი: წყალქვეშა კაბელი ევროკავშირის ენერგობაზართან დაახლოების ფაქტორი გახდება
ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომა ქართულ ბაზარზე დადებითად აისახება, აცხადებს ვიცე პრემიერი
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„საქართველოს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. მის განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე, აღნიშნა მან.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალის ფორმატში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ამ კუთხით არსებული საკვანძო საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალებზე და პროექტის შემდგომი განვითარების ნაბიჯების შესახებ.
ლევან დავითაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ამბიციურ ინიციატივად“ აფასებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ენერგიის მდგრადი გადაცემის ჯაჭვში და ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის დაკავშირებულობას და თანამშრომლობას.
„ჩვენი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენი ერების საერთო ვალდებულებას მდგრადი და მწვანე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების წინსვლისკენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს კოლექტიურ ერთგულებას ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონისთვის უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის ხელშეწყობის მიმართ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2022 წლის მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2024 წლის ივლისამდე არ დასრულდება. კვლევას ამზადებს იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.