https://sputnik-georgia.com/20240302/saqartvelosi-10-narkorealizatori-daakaves-video-286669920.html
საქართველოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ვიდეო
საქართველოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 02.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-02T16:20+0400
2024-03-02T16:20+0400
2024-03-02T16:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095020_0:10:2000:1135_1920x0_80_0_0_a241993ca486e613f88993c49f3c357b.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე თბილისსა და რეგიონებში 10 ადამიანი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.დაკავებულებში ყველაზე უფროსი 55 წლისაა, ყველაზე უმცროსი - 18 წლის. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის არიან ისრაელისა და ბელარუსის მოქალაქეებიც. ოპერაცია ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.დაკავებულთა სახლებიდან, მანქანებიდან და ასევე სამალავებიდან ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, ასევე „ბიო“, სუბოქსინი, ამფეტამინი, კოკაინი, ჰაშიში და მარიხუანა.ხუთი კილო ოქროს კონტრაბანდა: საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა >>>ყველაზე დიდი პარტია - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი - ამოღებულია ფონიჭალაში. ამ რაიონში დაკავებულ ორ პირს ასევე აღმოაჩნდა 97,4 ათასი დოლარი, 6100 ლარი და 2,8 მილიონი რუსული რუბლი.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულებს დამამძიმებელი გარემოებებიდან და ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1d/249095020_237:0:1764:1145_1920x0_80_0_0_c124443302c8e7b6af9d9f8200f68131.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს - ვიდეო
დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე თბილისსა და რეგიონებში 10 ადამიანი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
დაკავებულებში ყველაზე უფროსი 55 წლისაა, ყველაზე უმცროსი - 18 წლის. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის არიან ისრაელისა და ბელარუსის მოქალაქეებიც. ოპერაცია ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში.
დაკავებულთა სახლებიდან, მანქანებიდან და ასევე სამალავებიდან ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, ასევე „ბიო“, სუბოქსინი, ამფეტამინი, კოკაინი, ჰაშიში და მარიხუანა.
ყველაზე დიდი პარტია - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი - ამოღებულია ფონიჭალაში. ამ რაიონში დაკავებულ ორ პირს ასევე აღმოაჩნდა 97,4 ათასი დოლარი, 6100 ლარი და 2,8 მილიონი რუსული რუბლი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით. დაკავებულებს დამამძიმებელი გარემოებებიდან და ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.