https://sputnik-georgia.com/20240302/saqartvelos-xelisufleba-qimwmendis-obieqtebze-kontrols-amkacrebs-286665767.html
საქართველოს ხელისუფლება ქიმწმენდის ობიექტებზე კონტროლს ამკაცრებს
საქართველოს ხელისუფლება ქიმწმენდის ობიექტებზე კონტროლს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1 სექტემბრიდან ქიმწმენდის ობიექტებზე ნორმების შესაბამისობის შემოწმება დაიწყება 02.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-02T11:00+0400
2024-03-02T11:00+0400
2024-03-02T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/01/286662958_0:0:3082:1734_1920x0_80_0_0_4525235656f8e0af4253061d2edbb559.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი – „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“, რომლის თანახმად ქიმწმენდების ფუნქციონირება რეგულირებადი ხდება და დაექვემდებარება მონიტორინგს.რეგლამენტის მიხედვით, ყველა ქიმიური წმენდის ობიექტი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და დაიცვას კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“.ახალი რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში, ასევე აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში, რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.თუ ტანსაცმლის ქიმწმენდის დიდი საწარმოს წარმადობა აღემატება 24 კგ/სთ-ს, საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან ის მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მცირე ობიექტისთვის კი შეზღუდვა 50 მეტრია, ამასთან, დასაშვებია მისი განთავსება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ასევე განსაზღვრულია ხმაურის დასაშვები ნორმები და განათების მოთხოვნები.ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.ქიმწმენდები ასევე აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილებით საშხაპეებით და ყოველდღიურად უნდა დალაგდეს.ქიმწმენდის ობიექტებზე ნორმების შესაბამისობის შემოწმება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1 სექტემბრიდან დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/01/286662958_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_f95d2b3c201bbf92cc16433b499d12c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლება ქიმწმენდის ობიექტებზე კონტროლს ამკაცრებს
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1 სექტემბრიდან ქიმწმენდის ობიექტებზე ნორმების შესაბამისობის შემოწმება დაიწყება
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი – „ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“, რომლის თანახმად ქიმწმენდების ფუნქციონირება რეგულირებადი ხდება და დაექვემდებარება მონიტორინგს.
რეგლამენტის მიხედვით, ყველა ქიმიური წმენდის ობიექტი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და დაიცვას კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“.
ახალი რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში, ასევე აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში, რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.
თუ ტანსაცმლის ქიმწმენდის დიდი საწარმოს წარმადობა აღემატება 24 კგ/სთ-ს, საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან ის მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მცირე ობიექტისთვის კი შეზღუდვა 50 მეტრია, ამასთან, დასაშვებია მისი განთავსება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.
ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ასევე განსაზღვრულია ხმაურის დასაშვები ნორმები და განათების მოთხოვნები.
ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.
ქიმწმენდები ასევე აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილებით საშხაპეებით და ყოველდღიურად უნდა დალაგდეს.
ქიმწმენდის ობიექტებზე ნორმების შესაბამისობის შემოწმება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 1 სექტემბრიდან დაიწყება.