https://sputnik-georgia.com/20240301/msp-s-zrda-dabali-umusevroba-marali-dasaqmeba-ekonomikis-saministros-prognozi-286656086.html
მშპ-ს ზრდა, დაბალი უმუშევრობა, მაღალი დასაქმება – ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი
მშპ-ს ზრდა, დაბალი უმუშევრობა, მაღალი დასაქმება – ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი
Sputnik საქართველო
საქართველო კვლავაც აჩვენებს ეკონომიკური ზრდის კარგ მაჩვენებლებს, აცხადებს მინისტრის მოადგილე 01.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-01T15:40+0400
2024-03-01T15:40+0400
2024-03-01T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_0:159:2048:1312_1920x0_80_0_0_05f9f6e7e22fca944443065add26f731.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება, უმუშევრობა შემცირდება და დასაქმება გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.საქართველოში ეკონომიკის ზრდა გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – იანვრის სტატისტიკა >>დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და უმუშევრობის დაბალი დონე საქართველოში მთელი 2023 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა.საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,3% შეადგინა, რაც მესამე კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გარდა ამისა, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1,3 მილიონი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_567:145:1900:1145_1920x0_80_0_0_58bedc0e2512767d1e646e50b32e5013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი
მშპ-ს ზრდა, დაბალი უმუშევრობა, მაღალი დასაქმება – ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი
საქართველო კვლავაც აჩვენებს ეკონომიკური ზრდის კარგ მაჩვენებლებს, აცხადებს მინისტრის მოადგილე
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება, უმუშევრობა შემცირდება და დასაქმება გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საქართველოში ეკონომიკის ზრდა გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.
„შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7,5 პროცენტის დონეზე იყო, შარშანწინ 11 პროცენტზე დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განაგრძობს კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დემონსტრირებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომ თვეებში იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი უმუშევრობა და მაღალი დასაქმება“, – განუცხადა დუნდუამ ჟურნალისტებს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და უმუშევრობის დაბალი დონე საქართველოში მთელი 2023 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
საქართველოში 2023 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,3% შეადგინა, რაც მესამე კვარტალთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გარდა ამისა, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1,3 მილიონი ადამიანი შეადგინა.