საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – იანვრის სტატისტიკა

© photo: Sputnikქუჩის საათი მეიდანზე
ქუჩის საათი მეიდანზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 26,2%-ით, იმპორტი – 10,1%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,5 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 14,5%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 1,4%-ით გაიზარდა და 10,4 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა ბრიფინგზე.
შავიშვილის თქმით, სამშენებლო სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან (გზები და ავტობანები, ასევე საინჟინრო გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობა).
2024 წლის იანვარში სამშენებლო მასალების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით, ცემენტისა და კლინკერის 37%-ით და 38%-ით გაიზარდა.
საქართველო ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს შეესაბამება - ფინანსთა მინისტრი>>
რაც შეეხება ფინანსურ და სადაზღვევო საქმიანობას, ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად კომერციული ბანკების მოგების ზრდასთან.
გარდა ამისა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა უკავშირდება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისების სფეროში გაწეული მომსახურების მოცულობის ზრდას.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0