თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა, IV, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, სადმელის, ვასილ კაკაბაძის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, სამოცდამეშვიდე, ველისციხის, ურეკის, შატილის, აბანოს, აბაის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქუქჩიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, დომენტი ჟღენტის, რამაზ ჩხიკვაძის, რჩეულიშვილის, ზღვისუბნის, გიორგი ბოთერაშვილი, ცოდნისკარის და გიორგი ირემაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0