საქართველო პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აზიურ ავიაკომპანიებთან მართავს

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Thai Air Asia X, Cathay Pacific, Scoot, Jeju Air და India Express-ი.
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ კომპანია TAV Georgia-ს პრესსამსახურში იუწყებიან.
თეა ზაქარაძე მოლაპარაკებებს მალაიზიაში, საავიაციო ფორუმ Routes Asia 2024-ის ფარგლებში მართავს.
საავიაციო სფეროში ერთ-ერთი მასშტაბურ ფორუმი - Routes Asia 2024 მალაიზიაში 27-29 თებერვალს გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ შეხვედრები შედგა ისეთ მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა Thai Air Asia X, Cathay Pacific, Scoot, Jeju Air და India Express-ი.
მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში კვლავ იზრდება – იანვრის მონაცემები >>
თეა ზაქარაძე ავიახაზების პირველ პირებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ისინი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების დაწყების შემთხვევაში ისარგებლებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირდაპირი ავიარეისების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა GMR Goa-ს საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებთან.
ღონისძიება მოიცავს როგორც თემატურ პანელურ დისკუსიებს, ასევე აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ლიდერების ორმხრივ შეხვედრებს.
კომპანია TAV Georgia თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვას ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0