მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში კვლავ იზრდება – იანვრის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2024
გამოწერა
TAV Georgia–მ საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 2024 წლის იანვარში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იანვარში თბილისის აეროპორტი 28.637 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, გასულ თვეში იგი 29.178 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელთანშ ედარებით 17%-ით მეტია.
თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილიკომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0