რუსთავში 48 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე 27 თებერვალს მოხდა.
42 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად 48 წლის მამაკაცს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა - სამართალდამცველებმადანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0