დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 თებერვალი

© Sputnik / Alexander Imedashviliდაისი ლისის ტბაზე
დაისი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 28 თებერვალია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დიდი ალბათობით, უთანხმოებების თავიდან არიდება შეუძლებელი იქნება, რისი საბაბიც ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს. ამასთან, ადამიანები ერთმანეთის საქმეებში ჩაერევიან, დაუკითხავად მისცემენ რჩევებს. ასევე მოიმატებს სიჯიუტე და უმნიშვნელო დათმობაზე წასვლაც კი არავის მოუნდება. მიუხედავად ამისა, სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
თუ მნიშვნელოვანი გეგმები გაქვთ, მოემზადეთ - მათი განხორციელება მარტოს მოგიწევთ - ასე უფრო სწრაფად გაართმევთ თავს საქმეს და საჭირო შედეგებს მიიღებთ.
ვერძი: წვრილმანებზე ნუ „ჩაიციკლებით“. სერიოზული მიზნები დაისახეთ და ნამდვილად მნიშვნელოვანზე იფიქრეთ. თუ მოულოდნელად დაბრკოლებას გადააწყდით, ინტუიციას ენდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: სასიხარულო დღე გელოდებათ. ბევრი თქვენგანი გააკეთებს იმას, რაც ნამდვილად აინტერესებს, მიაღწევს შესამჩნევ წარმატებებს. ასევე გაგიმართლებთ რუტინული საქმეების კეთებისას. ფინანსური საკითხების გადაწყვეტა არ იჩქაროთ. არახელსაყრელი დღეა სპონტანურად რამის ყიდვისთვის.
ტყუპი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის - ადვილად გამონახავთ საერთო ენას ადამიანთან, მოახერხებთ საკითხების მშვიდად განხილვას. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციების ძლიერი გავლენისა, უსიამოვნო მომენტებიც იქნება: დაძაბული ემოციური ფონის გამო ბევრ რამეს გულთან ახლოს მიიტანთ.
კირჩხიბი: სასიხარულო ახალი ამბები გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ ძველმა საქმიანმა პარტნიორებმა რამე საინტერესო შემოგთავაზონ. შესაძლოა, გეგმები შეგეცვალოთ, მაგრამ სწრაფად გაერკვევით ვითარებაში. დაოჯახებულებს საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
ლომი: კარგი დღეა შეხვედრებისთვის. თუ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, სწორედ რომ შესაფერისი დროა. ადამიანები თქვენს ნიჭსა და ამოცანების არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარს დაინახავენ. ზოგიერთ თქვენგანს სერიოზული ნაცნობობა და რომანტიკული გატაცება ელოდება.
ქალწული: მოუსმინეთ ინტუიციას, მისი მინიშნებები ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით ურთიერთობებისას - მიხვდებით, ვის შეიძლება ენდოთ და ვის - არა. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა - შეხვედრა ადამიანებთან, რომელთა ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავებულია.
სასწორი: არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. სიტუაციის სწორად შეფასება დღეს რთული იქნება, ამიტომ ჯერ კარგად დაფიქრდით, მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს და ისე იმოქმედეთ. ახალი ამოცანების შესრულება შედარებით გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც მიიღებთ სასურველ შედეგებს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მორიელი: შესანიშნავი დღეა სამუშაოზე დალაპარაკების, იდეებისა და გეგმების განხილვისთვის. ადვილად იპოვით დამხმარეებს, მოკავშირეებს. ვარსკვლავების კეთილგანწყობით ნებისმიერ საქმეს - ძველსა თუ ახალს, კარგად გაუმკლავდებით. საღამო რომანტიკული შეხვედრისთვის შესაფერისი დროა.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისი მსუბუქი და საინტერესო იქნება. გაჩნდება ახალი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტას დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით და საჭირო შედეგებსაც მიაღწევთ. ხელსაყრელი დროა ფინანსების თვალსაზრისითაც. დღის მეორე ნახევარში სამომავლო გეგმები დააწყვეთ.
თხის რქა: არცთუ ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ბევრ თქვენგანს გაუჭირდება ყურადღების კონცენტრირება. ამიტომ ჯობია, საქმიანობა ჩვეული საკითხებით დაიწყოთ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები იქნება ჭარბად. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: დღის დასაწყისი მარტივი არ იქნება. დაძაბული ემოციური ფონის გამო განწყობა ხშირად შეიცვლება. ინერვიულებთ წვრილმანების გამო. ახლობლები გვერდით დაგიდგებიან. მოგვიანებით შესანიშნავი იდეები შეიძლება გაჩნდეს. ჯერ კარგად გაიაზრეთ ეს იდეები და სხვებს შემდეგ გაუზიარეთ.
თევზები: კარგი დღეა საქმიანი შეხვედრების, სერიოზული საურებისა და გეგმების განხილვისთვის. სასიამოვნო იქნება ახალ ნაცნობებთან ურთიერთობები. არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, რაც მალე თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0