https://sputnik-georgia.com/20240227/shua-derepans-samushao-adgilebs-sheqmnis-msoplio-banki-286593557.html
მსოფლიო ბანკი: „შუა დერეფანს" შეუძლია სამუშაო ადგილები შექმნას
მსოფლიო ბანკი: „შუა დერეფანს" შეუძლია სამუშაო ადგილები შექმნას
Sputnik საქართველო
„შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის. 27.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-27T16:07+0400
2024-02-27T16:07+0400
2024-02-27T16:07+0400
საქართველო
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_0:199:1600:1099_1920x0_80_0_0_d56c28233a6ed2f710243c585a41f588.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. „შუა დერეფანს" აქვს პოტენციალი კავკასიასა და ყაზახეთში ხალხისთვის შექმნას სამუშაო ადგილები, განაცხადა ჟურნალისტებთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა შომიკ მენდრატიმ „შუა დერეფნის" პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე.საქართველოში მსოფლიო ბანკის ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონალური პრეზენტაცია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.მენდრატის თქმით, „შუა დერეფანი" ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ექსპორტზე ევროპასა და ჩინეთში გატანაში. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში,სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო იგი გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს.შუა დერეფანიშუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ>>>მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118415_212:168:1591:1202_1920x0_80_0_0_5233bc84919658fb691f5d6d732b5b79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
მსოფლიო ბანკი: „შუა დერეფანს" შეუძლია სამუშაო ადგილები შექმნას
„შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. „შუა დერეფანს" აქვს პოტენციალი კავკასიასა და ყაზახეთში ხალხისთვის შექმნას სამუშაო ადგილები, განაცხადა ჟურნალისტებთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა შომიკ მენდრატიმ „შუა დერეფნის" პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე.
საქართველოში მსოფლიო ბანკის ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონალური პრეზენტაცია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
მენდრატის თქმით, „შუა დერეფანი" ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ექსპორტზე ევროპასა და ჩინეთში გატანაში. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში,სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო იგი გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს.
„ამან გაზარდა როგორც ინტენსივობა, ასევე შესაძლებლობა, რაც აქვს „შუა დერეფანს". ამიტომაც იყო კვლევების კურსი, EBRD-მა ჩაატარა კვლევა, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელიც მიმოიხილავს, რა იქნება საჭირო, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი სახმელეთო ხიდის მოძრაობისთვის“, - აღნიშნა მენდრატიმ.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.