https://sputnik-georgia.com/20240227/saqartveloshi-msoplio-bankis-angarishis-prezentacia-tardeba-286582034.html
გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ
გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების წარმომადგენლები 27.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-27T14:52+0400
2024-02-27T14:52+0400
2024-02-27T14:52+0400
საქართველო
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286568741_855:373:1822:917_1920x0_80_0_0_d2cd82a6e92cc79d7f3bee0f9093892c.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე.საქართველოში მსოფლიო ბანკის ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონალური პრეზენტაცია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.მისი თქმით, როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით.შუა დერეფანიშუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.საქართველოს მთავრობის მოსაზრებით, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ და სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა შუა დერეფანი და შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ინტერნეტკაბელისა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1b/286568741_909:350:1804:1021_1920x0_80_0_0_e214b4636b7196adc200ced5a2791a03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ
მსოფლიო ბანკის ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების წარმომადგენლები
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
საქართველოში მსოფლიო ბანკის ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონალური პრეზენტაცია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
„შუა დერეფნის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა... გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველოს მთავრობის მოსაზრებით, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ და სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა შუა დერეფანი და შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ინტერნეტკაბელისა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტები.