https://sputnik-georgia.com/20240227/shss-narkodanashaulistvis-otxi-piri-daakava-286567876.html
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-27T13:45+0400
2024-02-27T13:45+0400
2024-02-27T13:45+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დაკავებულთა შორისაა ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე და რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორისაა ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე და რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.