როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

საწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
2024 წლის ინავარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,79%-ით გაიზარდა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 1,8%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 2,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 0,8%-ით.
2024 წლის იანვარში, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,79%-ით გაიზარდა იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 4,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 1,8%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1%-ით შემცირდა.
წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - ვისთან ვაჭრობს საქართველო?>>>
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 2,5%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 39,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,6%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,2%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის იანვარში 0% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 2,4%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0