წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - ვისთან ვაჭრობს საქართველო?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
ექსპორტმა 338,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 26,2%-ით ნაკლებია
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარში 2023 წელთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 1,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში 1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან – 2023 წელთან შედარებით 10,1%-ით ნაკლები.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარში

მაჩვენებელი

მოცულობა,მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ექსპორტი

338,6

-26,2

იმპორტი

1 002,7

-10,1

სულ

1 341,3

-14,8

ექსპორტმა 338,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელზე 26,2%-ით ნაკლებია.
წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლის აინვარში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

112,0

7,4

ფეროშენადნობები

19,4

-61,8

ღვინო

18,0

13,6

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

14,1

611,6

სპირტიანი სასმელები

12,9

1,8

იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა ექსპორტი ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების - 611,6%-ით, ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 185%-ით, ასევე მედიკამენტების - 128%-ით.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი - 61,8%-ით, ასევე აზოტის სასუქების - 59,8%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 2024 წლის იანვარში

საქონელი

მოცულობა, მლნდ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

101,4

-48,1

ნავთობპროდუქტები

80,4

-2,6

ბუნებრივი აირი

66,8

-26,4

მედიკამენტები

60,3

159,9

ტელეფონის აპარატები

33,6

17,9

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი ვაქცინების, სისხლის და იმუნური პროდუქტების - 350,3%-ით, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 242,3%-ით, ასევე მედიკამენტების - 159,9%-ით.
წლის დასაწყისიდან ასევე შემცირდა იმპორტი მსუბუქი ავტომობილების - 48,1%-ით, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 26,4%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარში 232,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 17,3%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2024 წლის იანვარში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

თურქეთი

232,6

35,2

რუსეთი

2 401,5

-27,9

ჩინეთი

96,4

-0,9

აზერბაიჯანი

93,0

-22,9

აშშ

74,7

-33,4

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყირგიზეთი, ყაზახეთი და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0