https://sputnik-georgia.com/20240226/saqartvelosi-22-myinvaruli-xeobis-mdgomareobas-seiswavlian-286557611.html
საქართველოში 22 მყინვარული ხეობის მდგომარეობას შეისწავლიან
საქართველოში 22 მყინვარული ხეობის მდგომარეობას შეისწავლიან
Sputnik საქართველო
საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია, განაცხადეს სამინისტროში 26.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-26T21:46+0400
2024-02-26T21:46+0400
2024-02-26T21:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281086548_0:384:2048:1536_1920x0_80_0_0_f8370fef1ecb88eba6168ec7b2572d0d.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შვეიცარიელი კოლეგების დახმარებით, დეტალურად შეისწავლიან 22 მყინვარულ ხეობას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონები მდებარეობს. მათ ქვევით კი დასახლებული პუნქტებია განლაგებული.თანდილაშვილმა განმარტა, რომ „შესაბამის ღონისძიებებში“ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება.საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.ნინო ჩხობაძე: საქართველოში მეწყერები კიდევ მოსალოდნელია >>დასკვნაში წერია, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია.გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარ ბუბაზე ექსპედიცია განახორციელეს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პირველადი დასკვნა მოამზადეს. პარალელურად სააგენტოს თანამშრომლებმა შვეიცარიულ კომპანია Geotesti-სთან, რომელსაც აქვს მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.საქართველოში გეოლოგიურად საშიში ზონები რუკებზე მოინიშნება>>კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალები შეისწავლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გადაამოწმა. შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც მათმა ქართველმა კოლეგებმა მიიღეს.სააგენტო გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს თანხები მოხმარდება მონიტორინგის თანამედროვე ქსელის გაფართოებას და გაძლიერებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281086548_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_0f22e00c0c888fa6b81f805c71376efd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტიქიური მოვლენები
საქართველოში 22 მყინვარული ხეობის მდგომარეობას შეისწავლიან
საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია, განაცხადეს სამინისტროში
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შვეიცარიელი კოლეგების დახმარებით, დეტალურად შეისწავლიან 22 მყინვარულ ხეობას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონები მდებარეობს. მათ ქვევით კი დასახლებული პუნქტებია განლაგებული.
„აქ უნდა მოხდეს ძალიან დეტალური შეფასებების ჩატარება, რათა რისკის ზონები და არეალები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით გვქონდეს განსაზღვრული და დავგეგმოთ შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები“, - განაცხადა თანდილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თანდილაშვილმა განმარტა, რომ „შესაბამის ღონისძიებებში“ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
დასკვნაში წერია, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარ ბუბაზე ექსპედიცია განახორციელეს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით პირველადი დასკვნა მოამზადეს. პარალელურად სააგენტოს თანამშრომლებმა შვეიცარიულ კომპანია Geotesti-სთან, რომელსაც აქვს მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალები შეისწავლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გადაამოწმა. შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც მათმა ქართველმა კოლეგებმა მიიღეს.
სააგენტო გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს თანხები მოხმარდება მონიტორინგის თანამედროვე ქსელის გაფართოებას და გაძლიერებას.