საქართველოში გეოლოგიურად საშიში ზონები რუკებზე მოინიშნება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეწყერი შოვში
მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
საქართველომ შეიძინა 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას იძლევა მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მალე შეიქმნება გეოლოგიური საფრთხეების ზონების რუკები, რაც სტიქიური მოვლენებისთვის მაქსიმალური მომზადების საშუალებას იძლევა, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
გასულ კვირაში საქართველოში სტიქიური უბედურებით გამოწვეული რამდენიმე ტრაგედია მოხდა: 6 და 7 თებერვალს აჭარასა და იმერეთში მეწყერმა 11 ადამიანი იმსხვერპლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 11 თებერვალს სოფელ ნერგეეთში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.
„მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა, რაც პირველად კეთდება ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას შემდგომი მაღალი რისკ-ზონები განვსაზღვროთ და იქ შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შამუგიამ.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ შეიძინა 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას იძლევა მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს.
„გვაქვს კონკრეტული გეგმები წელს და ეს შეეხება, როგორც მყინვარული ხეობების პირველად შეფასებას, ასევე მაღალი რისკის ზონებში, მდინარეებში ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს“, - განმარტა შამუგიამ.
2023 წლის აგვისტოში შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც კურორტი პრაქტიკულად გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, დაიღუპა 32 ადამიანი.
აქ სპეკულაციები მიუღებელია - მინისტრი სტიქიასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა >>
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
ერთი თვის შემდეგ გურიაში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები და სოფლის გზები. ყველაზე მეტად დაზარალდა სოფლები სუფსა ლანჩხუთის რაიონში და სილაური ოზურგეთის რაიონში. სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი.
ყველა ახალი ამბავი
0