ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: რამდენი პირი დააკავეს 2024 წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
ნარკორეალიზატორებს შორის არიან ე.წ. დამდებებიც
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 1 იანვრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი 270 პირს წაუყენა, მათ შორის 41 პირს ნარკორეალიზატორობა ედება ბრალად.
პროკურატურის ცნობით, სავარაუდო ნარკორეალიზატორებს შორის არიან ე.წ. დამდებებიც.
ნარკორეალიზატორების „სამალავებში" პოლიციამ აღმოაჩინა ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა „კოკაინი", „ჰეროინი", „მეტამფეტამინი", „სუბუტექსი", „მორფინი", „მარიხუანა" და ა.შ.
დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაკავებულებს სამიდან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0