https://sputnik-georgia.com/20240226/dasaxelda-saqartvelos-yvelaze-popularuli-daculi-teritoriebi-286534981.html
დასახელდა საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები
დასახელდა საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები
Sputnik საქართველო
საქართველოს 25-მა დაცულმა ტერიტორიამ 2023 წელს მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა. 26.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-26T10:30+0400
2024-02-26T10:30+0400
2024-02-26T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_611a5a6e7d4a9f3be6b089c0ad8d1f43.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230.677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49.917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180.760 პირი იყო.2023 წელს მარტვილის კანიონმა 228.998 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 81.746 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე კი 147.252 პირი იყო.სათაფლიამ კი 2023 წელს 96.956 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 69.220 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 27.736 პირი იყო.რაც შეეხება 2022 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მონაცემებს, ამ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და წალკის კანიონები ლიდერობდნენ.გარდა ამისა, ვიზიტორებისთვის სამი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაცული ტერიტორიები 2023 წელს აჯამეთის აღკვეთილი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი იყო.საქართველოს 25-მა დაცულმა ტერიტორიამ 2023 წელს სულ 1.076.574 დამთვალიერებელს უმასპინძლა, საიდანაც 627.262 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251825807_99:0:1700:1201_1920x0_80_0_0_d5f9c584746894f85da2b29ef977170e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
დასახელდა საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები
საქართველოს 25-მა დაცულმა ტერიტორიამ 2023 წელს მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230.677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49.917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180.760 პირი იყო.
2023 წელს მარტვილის კანიონმა 228.998 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 81.746 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე კი 147.252 პირი იყო.
სათაფლიამ კი 2023 წელს 96.956 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 69.220 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 27.736 პირი იყო.
რაც შეეხება 2022 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მონაცემებს, ამ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და წალკის კანიონები ლიდერობდნენ.
გარდა ამისა, ვიზიტორებისთვის სამი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაცული ტერიტორიები 2023 წელს აჯამეთის აღკვეთილი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი იყო.
საქართველოს 25-მა დაცულმა ტერიტორიამ 2023 წელს სულ 1.076.574 დამთვალიერებელს უმასპინძლა, საიდანაც 627.262 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.