https://sputnik-georgia.com/20240226/antikorufciuli-biuros-xelmzgvaneli-xelsheuxeblobis-garants-miigebs-286535976.html
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი... 26.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-26T09:49+0400
2024-02-26T09:49+0400
2024-02-26T09:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ანტიკორუფციული ბიურო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8533275e36dbba9de1d3893d377ef9c1.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ორშაბათს, 26 თებერვალს წარედგინება.ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი. ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს>>>გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.პროექტით უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_869cad9896453b0f8ed4a1220066492a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტი მიიღოს, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ორშაბათს, 26 თებერვალს წარედგინება.
ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი. ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
გამონაკლისი იქნება დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პროექტით უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.