https://sputnik-georgia.com/20240225/ratom-semcirda-binebis-gayidvebi-batumsi-axali-kvlevis-sedegebi-286532199.html
რატომ შემცირდა ბინების გაყიდვები ბათუმში - ახალი კვლევის შედეგები
რატომ შემცირდა ბინების გაყიდვები ბათუმში - ახალი კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში წინა წლის 75%-დან 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს. 25.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-25T17:52+0400
2024-02-25T17:52+0400
2024-02-25T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123691_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_aac2e435f06d0bfd45fc9215f298d61a.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ბათუმში გაყიდული ბინების მთლიანი რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა 2023 წელს, რაც მათ შორის უკავშირდება 2022 წელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ რეკორდულ ტრანზაქციებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.2024 წლის იანვარში ანალიტიკოსებმა ჩაატარეს 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა.გაყიდვების შემცირების მიზეზები:აღსანიშნავია, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების პროექტებში მთლიან გაყიდვებში წინა წლის 75%-დან 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს.ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა>>2023 წელს ბათუმში 15.758 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,5%-ით ნაკლებია.ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები შედარებით ნაკლები ტემპით შემცირდა (4%).2023 წლის ბოლოს ბათუმში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წელიწადში 20,1%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,3 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123691_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b0b0abbe6758f06373a2b06a52876bd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რატომ შემცირდა ბინების გაყიდვები ბათუმში - ახალი კვლევის შედეგები
უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში წინა წლის 75%-დან 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ბათუმში გაყიდული ბინების მთლიანი რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა 2023 წელს, რაც მათ შორის უკავშირდება 2022 წელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ რეკორდულ ტრანზაქციებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის
კვლევაში.
2024 წლის იანვარში ანალიტიკოსებმა ჩაატარეს 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა.
გაყიდვების შემცირების მიზეზები:
უძრავი ქონების რეკორდული გაყიდვები 2022 წელს
მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია
უძრავი ქონების მშენებლობების აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, რადგან თანდათან იზრდება პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს).
აღსანიშნავია, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების პროექტებში მთლიან გაყიდვებში წინა წლის 75%-დან 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს.
2023 წელს ბათუმში 15.758 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,5%-ით ნაკლებია.
ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები შედარებით ნაკლები ტემპით შემცირდა (4%).
2023 წლის ბოლოს ბათუმში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წელიწადში 20,1%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,3 ათასი დოლარი შეადგინა.