ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
ყველაზე მეტი ბინა (42%) გაიყიდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ბინებზე მოთხოვნამ იკლო - 2023 წელს 15,7 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 7,5%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
კომპანიის მონაცემებით, შავი ზღვის საკურორტო ქალაქში ბინებზე მოთხოვნის კლება გამოწვეულია 2022 წელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რეკორდული რაოდენობითა და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით.
„ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 4%-ით შემცირდა", - ნათქვამია კვლევაში.
2023 წლის შედეგებით, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20,1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,3 ათასი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი ბინა (42%) გაიყიდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ტრანზაქციების 60,1% პირველად ბაზარზე განხორციელდა, რისი მიზეზიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა - ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 სწორედ ახალ ბულვარში ხორციელდება.
G&T გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მცირე (26-50 კვ.მ) და საშუალო ფართობის (51-80 კვ.მ) ბინებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0