https://sputnik-georgia.com/20240224/saqartvelos-nakrebi-evrobasketi-2025-is-pirvel-sesarcev-matcsi-daniastan-damarcxda-286515308.html
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები პირველ შესარჩევ მატჩში დანიასთან დამარცხდა
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები პირველ შესარჩევ მატჩში დანიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. 24.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-24T11:20+0400
2024-02-24T11:20+0400
2024-02-24T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407394_0:0:2907:1635_1920x0_80_0_0_61bbbc968f6d03622b805cf552c94640.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი დანიაში, ქალაქ ნესტვედში გამართა და 69:75 დამარცხდა.ქართველმა კალათბურთელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ტაიმი ცხრა ქულის სხვაობით მოიგეს (37:28). თუმცა, მატჩის მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ანგარიშით 69:75 დამარცხდა.შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ვინ შეცვლის ილიას ზუროსს>>დანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო შენგელიას თანაგუნდელი იტალიის „ბოლონიაში" იფე ლუნდბერგი, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407394_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_906060eabc228ec5c0435d382bbf5bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები პირველ შესარჩევ მატჩში დანიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი დანიაში, ქალაქ ნესტვედში გამართა და 69:75 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ტაიმი ცხრა ქულის სხვაობით მოიგეს (37:28). თუმცა, მატჩის მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ანგარიშით 69:75 დამარცხდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
დანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო შენგელიას თანაგუნდელი იტალიის „ბოლონიაში" იფე ლუნდბერგი, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს 21:00 საათზე დაიწყება.