საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ვინ შეცვლის ილიას ზუროსს

© Georgian Basketball Federationსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა ილის ზუროსს პირადად გადაუხადა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ილიას ზუროსი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს გუნდს, იტყობინება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა.
„ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბერძენმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იგორ კოკოშკოვი შეცვალა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ ილის ზუროსს უღრმესი მადლობა უთხრა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია.
„ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს“, - აღნიშნეს ფედერაციაში.
© photo: Sputnik / Stringerილიას ზუროსი
Баскетбол. Грузия против Македонии - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
ილიას ზუროსი
ინსაიდერული ინფორმაციით, ნაკრების ახალი მწვრთნელი შესაძლოა გახდეს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი იყო, ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ეტაპზე გასვლა შეძლეს, სადაც მომავალ ჩემპიონთან (გერმანიის ნაკრები) და ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართა. გუნდები დაიყო რვა ჯგუფად, თითოში იყო ოთხ-ოთხი გუნდი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა თითოეული ჯგუფიდან პირველმა ორმა გუნდმა გააგრძელა.
ამ ეტაპზე ფედერაცია ზუროსის შემცვლელის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
ყველა ახალი ამბავი
0