https://sputnik-georgia.com/20240224/------286521395.html
საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი შეაჩერა
საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი შეაჩერა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ გაფიცული მედიკოსების მოთხოვნა დააკმაყოფილა 24.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-24T20:58+0400
2024-02-24T20:58+0400
2024-02-25T20:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858897_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_e9ff45507b7576a0b42f84e0d3623712.jpg
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეორგანიზაციის და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ კობახიძის წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მიიღეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავდა და ახლა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.მისი თქმით, ახალი შენობა სანამ აშენდება, მედპერსონალი მუშაობას ძველ შენობაში გააგრძელებს.„უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.რესპუბლიკური საავადმყოფორესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285858897_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_159c1f6683e7326ae4d465ba46a6c967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი შეაჩერა
20:58 24.02.2024 (განახლებულია: 20:23 25.02.2024) საქართველოს ხელისუფლებამ გაფიცული მედიკოსების მოთხოვნა დააკმაყოფილა
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეორგანიზაციის და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ კობახიძის წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მიიღეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავდა და ახლა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი... რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი შენობა. შესაბამისად, ჩვეულებრივად, მომდევნო წლების განმავლობაში, უახლოესი სავარაუდოდ, სამი წლის განმავლობაში საავადმყოფო გააგრძელებს ფუნქციონირებას არსებულ შენობაში. დაახლოებით სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც შევაჯერეთ ჩვენ ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი შენობა სანამ აშენდება, მედპერსონალი მუშაობას ძველ შენობაში გააგრძელებს.
„უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.