https://sputnik-georgia.com/20240223/saqartvelos-turistul-potencials-indoetshi-ecnobian-286494960.html
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან 
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან 
Sputnik საქართველო
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, 23.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-23T12:22+0400
2024-02-23T12:22+0400
2024-02-23T12:22+0400
საქართველო
ინდოეთი 
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286495226_0:134:1197:807_1920x0_80_0_0_12d3736e21f4fb9b8a671639e0667110.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში SATTE  2024-ის ((South Asia’s Travel &  Tourism Exchange) საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28  სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული  კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.„გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ ვიდეორგოლები და მიიღონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან  კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ  ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული  პაკეტების მომზადების მიზნით.საერთაშორისო  ტურისტულ გამოფენა SATTE  2024-ში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 1,2 ათასზე მეტი ტურისტული  კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის 35  ათასზე მეტი სპეციალისტი ესწრება.
საქართველო
ინდოეთი 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2024
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286495226_0:22:1197:919_1920x0_80_0_0_178fb52e7b89546d2f6ebeb569253152.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, ინდოეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინდოეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან 
გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს,
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში SATTE  2024-ის ((South Asia’s Travel &  Tourism Exchange) საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28  სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული  კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
„გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ ვიდეორგოლები და მიიღონ ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან  კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ  ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული  პაკეტების მომზადების მიზნით.
საერთაშორისო  ტურისტულ გამოფენა SATTE  2024-ში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 1,2 ათასზე მეტი ტურისტული  კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის 35  ათასზე მეტი სპეციალისტი ესწრება.