https://sputnik-georgia.com/20240223/saqartvelos-mtavrobis-warmomadgenlebma-iunkerta-xsovnas-pativi-miages-286503737.html
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. 23.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-23T15:47+0400
2024-02-23T15:47+0400
2024-02-23T15:47+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_dae029d4048eb11fc9c4744446a3dada.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სამლოცველოში.საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414301_271:240:2084:1600_1920x0_80_0_0_3735c00e68df788592f02c873768864a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სამლოცველოში.
საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.