მოსკოვი სანქციების ახალ პაკეტს უკანონოდ მიიჩნევს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ქმედებები სანქციების მორიგი პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით, უკანონოა, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ევროკავშირი აგრძელებს რუსეთზე ზეწოლის უშედეგო მცდელობებს ცალმხრივი შემზღუდავი ზომებით. 23 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს სანქციები მორიგი, მე-13 პაკეტი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ასეთი ქმედებები უკანონოა, რაც ძირს უთხრის გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივ პრეროგატივებს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აღსანშნავია, რომ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა გადაწყვიტა, „მნიშვნელოვნად გააფართოოს“ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
ყველა ახალი ამბავი
0