მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება? პრემიერის განმარტება

© Government of Georgiaმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2024
გამოწერა
კობახიძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უარყო
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება და ამ საკითხზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერმა ამ განცხადებით უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეცვლის.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან ძალიან კარგად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო. კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, თუ როგორ განვითარდება ვითარება რამდენიმე წელიწადში, მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ ინფორმაცია ხელისუფლებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მედიის გამოგონილია.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2024 წლის 8 თებერვალს გახდა და მან მისი წინამორბედი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა არ შეცვალა. მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ახალი სახე გახდა ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი. ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0