უამინდობა საქართველოში: ონში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

© Municiplaity of Oni cityმეწყერი რაჭაში
მეწყერი რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყერმა სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
მერიის ცნობით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს,სტიქიის ზონები შეფასების მიზნით ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა), რომელიც შეაფასებს და მოამზადებს დასკვნა. დასკვნის საფუძველზე კი შესაბამისი სამსახურები გადაუდებელ და პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
როგორც ადრე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, საქართველოში 2024 წლის ბოლომდე 245 ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგური ამოქმედდება, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას.
წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად დასახლებებში კი მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.
ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზირების გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.
დაგეგმილია მდინარე დურუჯის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გაფრთხილების სისტემების მოსაწყობად სამუშაოების დაწყება. 2024 წელს დასრულდება საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზაფხულის ბოლომდე თანამედროვე სატელიტური დაკვირვების სისტემების გამოყენებით იტალიელი ექსპერტების მიერ შეფასდება ბოლო ათი წლის ჭრილში მეწყრული პროცესების დინამიკა. შამუგიას თქმით, ეს მეწყერსაშიში ტერიტორიების უკეთ განსაზღვრას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას გახდის შესაძლებელს.
ყველა ახალი ამბავი
0