ევროკომისარი: საქართველოს პროგრესი შთამბეჭდავია

© photo: Sputnik / Stringerმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი გრძელდება
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, დაწერა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა სოციალურ ქსელში X.
ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გუშინ გამართა და მას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა. აღნიშნული გზამკვლევი მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.
„საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ“, - დაწერა ევროკომისარმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.
პრემიერ-მინისტრმა ლენარჩიჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ევროკომისიამ 2001 წლის ოქტომბერში დააფუძნა. მექანიზმის მიზანია ევროკავშირის წევრ-ქვეყნებსა და მასში მონაწილე 10 სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო დაცვის სფეროში კატასტროფებზე რეაგირების, მათი პრევენციისა და მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. მექანიზმის ფარგლებში ქვეყანას შეუძლია ითხოვოს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო სიტუაცია აღემატება ქვეყნის რეაგირების შესაძლებლობებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ადრე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველო და ევროკავშირი უნდა შეთანხმდნენ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან მიერთების საკითხებზე
მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანების საკითხზე საქართველო და ევროკავშირი წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0