დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 თებერვალი

© Pexels / Johannes Plenioაფრებიანი ხომალდი ზღვაში
აფრებიანი ხომალდი ზღვაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 21 თებერვალია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დილით შეგიძლიათ მოდუნდეთ და ცოტა იზარმაცოთ კიდეც. ნაშუადღევს კი მოქმედება იქნება საჭირო - ათასი წვრილ-წვრილი პრობლემის წინაშე დადგებით, რომლებიც უნდა გადაწყვიტოთ. შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ ფრთხილად - ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა. ზოგიერთ შემთხვევაში ტრადიციული ტექნიკის გამოყენება ჯობია.
სამუშაოს შესრულების დროს შემოქმედებითი დამოკიდებულება შეიძლება კი არა, აუცილებელიცაა - ეს თქვენს ბოსზე შთაბეჭდილებას მოახდენს.
ვერძი: მოვლენებისა და ამოცანების ორომტრიალში ჩაერთვებით და მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ახლობლები არ დაგავიწყდეთ. საღამოს ჰობი გაიხსენეთ - ეს მოდუნებაში დაგეხმარებათ. ურთიერთობებში იფრთხილეთ - შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს ისე აწყენინოთ, რომ პატიების თხოვნა მერე დიდხანს დაგჭირდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
კურო: დილით საქმიანობის ხასიათზე არ იქნებით და ეს პრობლემა არ შექმნის. სამაგიეროდ, საღამოს ახალი მწვერვალების დასაპყრობად გააქტიურება მოგიწევთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ყველაფერი გააკონტროლოთ - ზოგიერთი სფეროში შეიძლება ბზარები გაჩნდეს. თუ ცივ გონებას შეინარჩუნებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით.
ტყუპი: არ იჩქაროთ - მშვიდად მოადუღეთ ყავა და მოამზადეთ საუზმე. დღის მეორე ნახევარში მოდუნების შანსი უკვე აღარ იქნება - ბრძოლაში ჩაბმა მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველას მოუსმინოთ და ყველაფერს მიაქციოთ ყურადღება - ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ.
კირჩხიბი: დილით შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, სანამ გადაუდებელი ამოცანები გაჩნდება, რაც დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ასტროლოგები გირჩევენ, ზედმეტი ინიციატივა არ აიღოთ საკუთარ თავზე - შესაძლოა, ვერ გაუმკლავდეთ თქვენს მხრებზე დაკისრებულ დიდ ტვირთს.
საფულეები - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2019
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა
ლომი: მოიწყვეთ მშვიდი დილა, დატკბით ფინჯანი ყავით ან ჩაით და რაც მთავარია, სიწყნარით. განეწყვეთ ახალი გამარჯვებებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ. არ შეეხოთ სხვების პირად სივრცეს, ხოლო საკუთარი საზღვრები დაიცვათ. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობებს შეინარჩუნებთ. არ ღირს სხვებით მანიპულირება.
ქალწული: აჯობებს, თუ კოლეგებთან და უფროსობასთან არაფორმალურად ისაუბრებთ - შეძლებთ მათ დაინტერესებას. ავანტიურაში არ ჩაებათ, მოიცადეთ, სანამ უკეთესი ტენდენციები გაჩნდება. ფრთხილად იყავით შემოთავაზებულ წინადადებებთან დაკავშირებით - იქ შეიძლება მრავალი პრობლემა იმალებოდეს.
სასწორი: საოცარი, მრავალფეროვანი და დატვირთული საღამო გელოდებათ, რომლისთვისაც დილითვე უნდა მოემზადოთ. აქ მთავარია კარგ განწყობაზე ყოფნა და მისი შენარჩუნება. ყველაფერს კრეატიულად მოეკიდეთ - იქნება არაერთი არასტანდარტული ამოცანა, რომლებიც შემოქმედებითად უნდა გადაწყვიტოთ.
გული, სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: ძალები საღამოსთვის შეინახეთ, რომელიც საკმაოდ დატვირთული გელოდებათ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ და მხოლოდ უმნიშვნელო ამოცანები შეასრულეთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, თამამად გარისკოთ - მიაღწევთ სასურველს და ახალი მწვერვალების დაპყრობასაც მოახერხებთ.
მშვილდოსანი: დღეს რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ, მალ-მალე გამონახეთ დრო ყავის ან კოლეგებთან საუბრებისთვის - ასე შრომისუნარიანობას შეინარჩუნებთ. წაგადგებათ საქმეებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება - ასე შთაბეჭდილებას მოახდენთ უფროსობაზე.
თხის რქა: დილით კარგი იქნება, თუ სიწყნარეში დაისვენებთ და არ იჩქარებთ, რადგან დღის მეორე ნახევარში აქტიურობა და ბევრი ლაპარაკი მოგიწევთ - ეს ის დრო იქნება, როცა ყველას რაღაც დასჭირდება. უარი არავის უთხრათ და მაქსიმალურად დაიხარჯეთ. პრობლემებს მშვიდად შეხვდით - ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით.
ახალგაზრდა ჭორფლიანი ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: მოიწყვეთ მსუბუქი და სასიამოვნო დილა, არაფრით დაიძაბოთ თავი. ნაშუადღევს უკვე გააქტიურდით, რადგან უსიამოვნებებია მოსალოდნელი და მოქმედება მოგიწევთ. ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ამაში ენერგია დაგეხარჯებათ. იყავით პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გვერდით - ასე სტრესს აიცილებთ თავიდან.
თევზები: არ იჩქაროთ, დატკბით დილის სიმშვიდით და არომატული ყავით. ნაშუადღევს გააქტიურება მოგიწევთ - ბევრი პრობლემა გამოჩნდება. ყველაფერს გაუმკლავდებით, თუმცა დიდი ენერგიის დახარჯვის ფასად. საღამოს ეცადეთ, დაისვენოთ და ენერგია აღიდგინოთ. ეცადეთ, იმპულსებს არ აჰყვეთ.
ყველა ახალი ამბავი
0