https://sputnik-georgia.com/20240220/sefasebisa-da-gamocdebis-erovnuli-centris-direqtorad-nino-wereteli-dainisna-286438664.html
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა. 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T18:59+0400
2024-02-20T18:59+0400
2024-02-20T18:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286430587_375:308:1246:798_1920x0_80_0_0_5fbf8f03e4676a0a3930eaa984041fc3.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური.ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან გადადგა სოფო გორგოძე, რომელიც უწყებას 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.ახალი ხელმძღვანელი ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების, სასკოლო გამოცდების და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებითაა დაკავებული. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობს სხვა გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებსაც სამთავრობო უწყებები უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/14/286430587_224:318:935:852_1920x0_80_0_0_4755df1a956aefc88cd4a664062800a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობიდან გადადგა სოფო გორგოძე, რომელიც უწყებას 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.
ახალი ხელმძღვანელი ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.
ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის, პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების, სასკოლო გამოცდების და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებითაა დაკავებული. გარდა ამისა, ცენტრი მონაწილეობს სხვა გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებსაც სამთავრობო უწყებები უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ატარებენ.