https://sputnik-georgia.com/20240220/saqartveloshi-hospitaluri-momsaxurebis-xarisxis-shepasebis-wesi-icvleba-286426201.html
საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესი შეიცვლება
საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესი შეიცვლება
Sputnik საქართველო
შემუშავდება ხარისხის შეფასების ახალი კრიტერიუმები, რომელიც პაციენტებს საშუალებას მისცემს შეარჩიონ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T16:07+0400
2024-02-20T16:07+0400
2024-02-20T16:07+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/86/248118624_0:63:1848:1103_1920x0_80_0_0_419c61960b994c978f89d7fef0e1691c.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესის შეცვლა იგეგმება, რისთვისაც სხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა პაციენტის ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. აღნიშნული ინსტრუმენტი მომავალში გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტორებისთვის.ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ითვალისწინებს საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/86/248118624_147:0:1702:1166_1920x0_80_0_0_aea5909fb08f229c350b5ea811adb30c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესი შეიცვლება
შემუშავდება ხარისხის შეფასების ახალი კრიტერიუმები, რომელიც პაციენტებს საშუალებას მისცემს შეარჩიონ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების წესის შეცვლა იგეგმება, რისთვისაც სხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები იქნება გამოყენებული, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც", - ნათქვამია განცხადებაში.
მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა პაციენტის ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.
შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. აღნიშნული ინსტრუმენტი მომავალში გამოყენებული იქნება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტორებისთვის.
ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის ითვალისწინებს საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია.