https://sputnik-georgia.com/20240220/rogorc-ganvitarebulqveynebsi-mtavrobis-gegmebi-umusevrobastan-dakavsirebit-286434153.html
როგორც განვითარებულ ქვეყნებში - მთავრობის გეგმები უმუშევრობასთან დაკავშირებით
როგორც განვითარებულ ქვეყნებში - მთავრობის გეგმები უმუშევრობასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და დაბალი უმუშევრობა მთელი გასული წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 20.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-20T18:15+0400
2024-02-20T18:15+0400
2024-02-20T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714097_0:290:3079:2021_1920x0_80_0_0_a346668cab9d35f6bd3bf2d94d56f2fe.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. უმუშევრობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, მიუხედავად პოზიტიური სტატისტიკისა და მთავრობა გეგმავს უმუშევრობის დონის შემცირებას მსოფლიოსა და ევროპის განვითარებული ქვეყნების დონემდე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.მისი თქმით, დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და დაბალი უმუშევრობა 2023 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა.„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. 2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი“, - განაცხადა ცინცაძემ.როგორ იცვლებოდა უმუშევრობის დონე საქართველოში 2023 წელს - „საქსტატის“ დირექტორის ანგარიში>>მინისტრის მოადგილემ მოიყვანა „საქსტატის“ მონაცემები, რომელთა თანახმად 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44,5% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714097_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2532511b15fc1c91f21cd60b370568e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
როგორც განვითარებულ ქვეყნებში - მთავრობის გეგმები უმუშევრობასთან დაკავშირებით
დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და დაბალი უმუშევრობა მთელი გასული წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. უმუშევრობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, მიუხედავად პოზიტიური სტატისტიკისა და მთავრობა გეგმავს უმუშევრობის დონის შემცირებას მსოფლიოსა და ევროპის განვითარებული ქვეყნების დონემდე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.
„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ უმუშევრობის დონე შევამციროთ იმ ნიშნულამდე, რომელიც ევროპის და ზოგადად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, დასაქმებულთა რეკორდული რიცხვი და დაბალი უმუშევრობა 2023 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. 2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი“, - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ მოიყვანა „საქსტატის“ მონაცემები, რომელთა თანახმად 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ასევე მაქსიმალური 44,5% შეადგინა.