ჩანთებში მოპარული ნივთები ჰქონდა - გერმანიაში 41 წლის ქართველი დააკავეს

© AFP 2024 / INA FASSBENDERგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2024
გამოწერა
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. გერმანიაში ჰიგიენური საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეარხი „ტვ-25" გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.
41 წლის მამაკაცი პოლიციამ ბერმენის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას საქართველოს მოქალაქეს ოთხი ჩანთა ჰქონდა თან. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია. ეჭვის გაფანტვის მიზნით მამაკაცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანთები მას არ ეკუთვნის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0